ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მესამე სათამაშო დღე ძალიან საინტერესო დაპირისპირებით დაიწყო. “სან მამესზე” ადგილობრივი კლუბი “სევილიას” მასპინძლობდა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი ხდებოდა.
უნაი ემერის შეგირდებმა ისტორიული შანსი ვერ გამოიყენეს და ბასკეთში დამარცხდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის დებიუტში გავიდა, მე-13 წუთზე არის ადურისმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და როგორც შემდგომ გაირკვა, თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა. ვეტერანი ფორვარდი, 29-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა, დღეს ცნობილი გახდება რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. “სევილიამ” ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერაფერი გააწყო და პირველ ადგილზე “რეალი” გადაუშვა. რაც შეეხებათ ბასკებს, ვალვერდეს გუნდს გამოცოცხლება ეტყობა, რისი დასტურიც ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.
მიმდინარე სეზონში, “ვალენსია” თუ იგებს სამი ბურთი გააქვს. ნუნუ ესპირიპო სანტოს შეგირდება ლა ლიგაში მე-7 გამარჯვება მოიპოვეს და ყველა შემთხვევაში 3-3 ბურთის გატანა მოახერხეს. ასე მოხდა ვალენსიურ დერბიშიც, სადაც სტუმრებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა. მე-6 წუთზე სოფიან ფეგულის ჩაწოდებულს ტრიგეირასი უხერხულად შეეგება და ავტოგოლი მიითვალა. პირველ ნახევარში მასპინძლებს ჰქონდათ გათანაბრების შანსი, მაგრამ დიეგო ალვეში შეუდარებელი იყო. “წყალქვეშა ნავებთაგან” ყველაზე მეტად დაცვას ჯოვანი დოს სანტოსი და გომესი აწუხებდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. “ღამურებთაგან” განსაკუთრებით კარგი ანდრე გომეში გახლდათ, რომელიც მოედნის ცენტრს სრულიად აკონტროლებდა.
მეორე ნახევარში გააქტიურდა პაბლო პიატიც, რომლის ჩაწოდებულსაც 64-ე წუთზე შკოდრან მუსტაფის ზუსტი თავური მოჰყვა. 9 წუთში გერმანელმა სოფიან ფეგულის გადაცემა შეირგო და დუბლი შეასრულა. ცენტრალურმა მცველმა, მეორე შეხვედრაში მესამე გოლის გატანა მოახერხა. მასპინძლებმა ერთადერთი რაც შეძლეს, პრესტიჟის გოლის გატანა იყო, 88-ე წუთზე ტრიგეირასმა დანაშაული გამოისყიდა და ამჯერად დიეგო ალვეშს გაუტანა – 1:3. ამ მოგებით “ვალენსია” მე-2 პოზიციაზე გადავიდა და “რეალს” 1 ქულით ჩამორჩება. “ვილიარეალი” მე-8 ადგილზეა.
დღის ბოლო ორი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, “ლევანტემ” “ალმერია” დაამარცხა, ხოლო “ელჩემ” – “ესპანიოლი”.
ბილბაო – სევილია 1:0 (1:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, მ.რიკო, იტურასპე, სუსაეტა (აკეჩე 61), მუნიაინი (გურპეგი 83), დე მარკოსი, ადურისი (გ.ფერნანდესი 29).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარისო, პარეხა, კოკე, ტრემულინასი, მ’ბია (ბანეგა 46), კრიჩოვიაკი, ვიტოლო (გამეირო 46), დ.სუარესი, ვიდალი, ბაკა (ასპასი 70).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლი: ადურისი 13.
გაფრთხილებები: ადურისი, იტურასპე, ეჩიტა, გ.ფერნანდესი – პარეხა, მ’ბია, ბაკა
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ვილიარეალი – ვალენსია 1:3 (0:1)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, დორადო, პაულისტა, გასპარი, კოსტა, ტრიგეირასი, ბრუნო, ჩერიშევი, მ.გომესი (ჯონათან დოს სანტოსი 61), ჯოვანი დოს სანტოსი (ვიეტო 65), უჩე (გ.მორენო 71).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
ვალენსია (4-4-2): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, გაია, ბარაგანი, ფუეგო, გომეში, პიატი, ფეგული (ხილი 78), როდრიგო (დე პაული 87), ალკასერი (ნეგრედო 79).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 0:1 ტრიგეირასი (6 ს.კ.), 0:2;0:3 მუსტაფი (64;73), 1:3 ტრიგეირასი (88).
გაფრთხილებები: მარიო, დორადო – ოტამენდი, როდრიგო, გაია
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
ლევანტე – ალმერია 2:1 (1:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-4-2): მარინო, დ.ნავარო, ხუანფრანი, ვინტრა, კარაბელასი, კამარასა (სისოკო 73), დიოპი, ივანშიცი (გავილანი 66), რ.გარსია (მორალესი 79), კასადედუსი, ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, ხ.ნავარო, დუბარბიერი, კორონა (ჰემედი 57), ვერზა, ტეიე, მენდეში (სორიანო 65), ზონგო, ბიფიუმა (ველიგტონი 65).
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი
გოლები: 1:0 ბარალი (26), 1:1 ზონგო (70), 2:1 კასადედუსი (75).
გაფრთხილებები: დ.ნავარო, დიოპი, კარაბელასი – მენდეში, დუბარბიერი
მსაჯი: ედუარდო პრიეტო იგლესიასი
ელჩე – ესპანიოლი 2:1 (1:0)
ელჩე, “მარტინეს ვალერო”
ელჩე (4-4-2): ტიტონი, ლომბანი, როკო, დ.სუარესი, სისმა, მოსკერა, პასალიჩი (ანხელი 80), ვ.როდრიგესი (ალბაკარი 90), გ.როდრიგესი, კ.ერერა (კორო 73), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ალვარო, კოლოტო, ხ.ლოპესი, ფუენტესი, ალექსი (იორდანი 59), მონტანესი (სევილია 76), კანიასი, ლუკასი, ს.გარსია (კაისედო 59), სტუანი.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გოლები: 1:0;2:0 ჯონათასი (19;52), 2:1 სტუანი (86 პენ.).
გაფრთხილებები: პასალიჩი, სისმა, გ.როდრიგესი, ჯონათასი – კანიასი, ალვარო
გაძევებები: გ.როდრიგესი (75), სისმა (85).
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 9. ლეო მესი (“ბარსელონა”), კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.