ფეხბურთი

3:00 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორდომ” გამარჯვების გემო გაიხსენა

საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა-1-ის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. ნანტში მასპინძლებმა ფრედ ითამაშეს “რენთან”. ორივე გოლი სტუმრებმა გაიტანეს. ჯერ იყო და ენრიკემ შეაგდო და შემდეგ მისმა თანაგუნდელმა არმანდიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

“ნანტი” 20 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო “რენი” 16 ქულით ცხრილში მეთერთმეტეა.

სანიოლის “ბორდომ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში პლანუსისა და როლანის გოლებით ჟირონდელები წინ გავიდნენ. პესიჩმა პრესტიჟილის გოლით უპასუხა მასპინძლებს.

“ბორდო” 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და პირველ ადგილოსან “მარსელს” ოთხი ქულით ჩამორჩება, ხოლო “ტულუზა” ცხრილის ქვედა ნაწილშია, გასავრდნ ზონას ოთხი ქულით უსწრებს.

“ნანტი” – “რენი” 1:1 (1:1)

ნანტი, “ლუი ფონტენუ”

ნანტი: რიუ, ვეინუ, ვიზკარონდო, ჰანსენი, ჯილობოჯი, სისოკო, გომისი (შეჩტერი 82), ბესატი (ბედოია 65), ვერეტუ, გაკპე, ბამუ

მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი

რენი: კოსტლი, დანზე, არმანდი, მექსერი, მ’ბენგუ, ფერნანდესი, ანდრე ( გროსიცკი 69), ენრიკე, პაიო, დუკურე (კონრადსენი 60), ჰაბიბუ (ჰოსინერი 77)

მთავარი მწვრთნელი: მონტანიე

გოლები: 0:1 ენრიკე (4), 1:1 არმანდი (ავტოგოლი 21)

მთავარი მსაჯი: ფუტრელი

გაფრთხილება: ფერნანდესი (14), ჰანსენი (28), გომისი (64), დანზე (67), ვიზკარონდო (79), ენრიკე (82)

“ბორდო” – “ტულუზა” 2:1 (0:0)

ბორდო, “შაბან-დელმასი”

ბორდო: კარასო, პლანუსი (როლანი 53), მარიანო, კონტენტო, იამბერე, პლასილი, ტრაორე, ჰაზრი (კაბუნი 71), სერტიჩი, სალა (დიაბატე 84), ტურე

მთავარი მწვრთნელი: სანიოლი

ტულუზა: ბუჩერი, ნინკოვი, გრიგორე (დიდოტი 36), მუბანჟე (ბრეითვაითი 65), სპაიჩი, აკპა აკპრო, აგილარი, დუმბია, რეგატინი (ტრეხო 82), პესიჩი, იედერი

მთავარი მწვრთნელი: კასანოვა

გოლები: 1:0 პლანუსი (52), 2:0 როლანი (63), 2:1 პესიჩი (68)

მთავარი მსაჯი: საიდ ენჯიმი

გაფრთხილება: გრიგორე (14), მუბანჟე (50), აკპა აკპრო (57), დიდოტი (82)

თეგებილიგა 1
0.169104