ჭადრაკი

15:39 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის დასკვნითი ტურის წინ, ლიდერობას ინარჩუნებს რუსი დმიტრი ანდრეიკინი, რომლის აქტივშიც 6.5 ქულაა.

ბოლოსწინა მე-10 ტურში ექვსივე პარტია ყაიმით დასრულდა და ანდრეიკინი აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს (2764) და ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურას (2764) 0.5 ქულით უსწრებს, შემდეგ კი ბაადურ ჯობავა (2717) მოდის.

ქართველმა დიდოსტატმა შავი ფიგურებით ყაიმი ჰოლანდიელ ანიშ გირის (2768) დაუზავდა, დასკვნით პარტიას კი თეთრებით ხსენებულ მამედიაროვთან გამართავს.

0.118143