პსჟ-ს შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაგიმოვიჩი ორშაბათს ვარჯიშს განაახლებს. აღნიშნულ ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს.
პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ იბრაგიმოვიჩი გუნდს “მარსელის” წინააღმდეგ 9 ნოემბერს გასამართ მატჩში დაეხმარება.
შვედ თავდამსხმელს მარცხენა ფეხის ქუსლის ტრავმა ჰქონდა. ზლატანმა ბოლოს 14 სექტემბერს “ლიონის” წინააღმდეგ ითამაშა.