ფეხბურთი

11:47 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სელტას" ისტორიული გამარჯვება "კამპ ნოუზე"

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ვიგოს "სელტამ" კატალონიის "ბარსელონა" 1941 წლის შემდეგ "კამპ ნოუზე" პირველად დაამარცხა.

ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში ვიგოელებმა ყოფილი დამრიგებლის ლუის ენრიკეს გუნდს 55-ე წუთზე ხოაკინ ლარივეის გოლის წყალობით სტუმრად 1:0 მოუგეს.

ამ გამარჯვებით "სელტამ" სატურნირო ცხრილში 19 ქულით მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "ბრაუგრანამ" მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მატჩი წააგო და მესამე ადგილზე 22 ქულით იმყოფება.

0.113945