საფრანგეთის საჩოგბურთო ნაკრების კაპიტანმა არნო კლემანმა დევისის თასის ფინალისთვის გუნდის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. 21-23 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ფრანგთა ღირსებას ჟო-ვილფრიდ ცონგა, ჟილ სიმონი, გაელ მონფისი და რიშარ გასკე დაიცავენ.
დევისის თასის ფინალი ლილის “პიერ მორუას” საფეხბურთო სტადიონზე ჩატარდება. ამ არენის ტრიბუნები 27 ათას გულშემატკივარს იტევს.