საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერ “მარსელის” 33 წლის ნახევარმცველი ბენუა შეირუ ამიერიდან თავისუფალი აგენტია. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ საიტზე უკვე დაიწერა.
გუნდში მარსელო ბიელსას მისვლის შემდეგ, შეირუმ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მიმდინარე სეზონში მას არცერთ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.
შეირუ “მარსელში” 2007 წლიდან ასპარეზობდა და 219 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.