სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:13 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთი” “სამტრედიას” დაუზავდა

ფოთის “კოლხეთმა” “სამტრედიას” ლანჩხუთში უმასპინძლა. ლანჩხუთი ვახსენეთ და აქვე ვთქვათ ისიც რომ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ე. შევარდნაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის საფარი. იმის გათვალსწინებით, რომ მთელი თამაშის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, ორივე გუნდის ფეხბურთელებს ხშირ შემთხვევაში ბურთის მიღება და დამუშავება უჭირდათ.

ზაზა ინაშვილის გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა ლიდერთა შორის მყოფ “სამტრედიას”. სხვადასხვა მიზეზის გამო ფოთელებს 6 წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ. გუგუჩია, კილასონია, ამბროლაძე, ჯიქია, ქორჩილავა და კაკულია ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს თანაგუნდელების თამაშს.

რაც შეეხებათ სამტრედიელებს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ზაზა ზამთარაძეს. როგორც მოგეხსენებათ, “ზუგდიდთან” ჩატარებული უსახური თამაშის შემდეგ, რომელიც “სამტრედიამ” საკუთარ მოედანზე 0:1 დათმო, გუნდიდან დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი გელა სანაია, მისი ადგილი კი ზაზა ზამთარაძემ დაიკავა.

კოკისპირული წვიმის თანხლებით გამართულ მატჩში პირველი ხიფათი “სამტრედიის” კართან შეიქმნა, დათა სიჭინავას ჩაწოდებულ ბურთს ფარულავა გზავნიდა მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით, მაგრამ არაზუსტად. ფარულავა დღევანდელ შეხვედრაში აქტიური იყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევის ხაზში და ცოტა რომ გამართლებოდა გოლის გატანასაც შესძლებდა ფოთელთა 15 ნომერი. ამას დოლიძემ შორეული დარტყმით უპასუხა, თუმცა მის დარტყმასაც სიზუსტე აკლდა.

შემადგენლობიდან და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, “სამტრედია” უკეთესი თამაშის სურვილს ტოვებდა და თითქოს მათ უნდა ჰქონოდათ უპირატესობა “კოლხეთთან”, მაგრამ ფოთელებმა იბრძოლეს და უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს, ვიდრე სტუმრებმა. ერთ-ერთი ასეთი შეტევა 21 -ე წუთზე მცველმა გიორგი ლემონჯავამ წამოიწყო მარცხენა ფლანგიდან, როცა მეურვე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და სახიფათოდ ჩააწოდა, მაგრამ ასევე დამაჯერებლად ითამაშეს საკუთარ საჯარიმოში სამტრედიელმა მცველებმა.

29-ე წუთზე გეწაძის მიერ დარტყმული ბურთი აცდა მცირე მანძილით მეტოქე გუნდის კარს, 2 წუთში კი ჯიშკარიანის უძლიერესი დარტყმულ ბურთს ბეგაშვილი დაეუფლა.

პირველი ტაიმის მიწურულს, იმავე გეწაძის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას თითქოს ხიფათი არც უნდა მოჰყოლოდა, რადგან თავიდანვე ჩანდა, რომ ბურთი დიდი მანძილით ცდებოდა კარს, მაგრა ჩახვეულად დარტყმულმა ბურთმა მიმართუილება იცვალა და სეფიაშვილის კარის ძელს ახლოს ჩაუქროლა.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ფეხბურთის თამაში ატალახებულ მოედანზე. ფეხბურთელებს გადაადგილება უჭირდათ და ხშირი იყო უზუსტო გადაცემები. ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან გორგიაშვილი უტყამდა ძლიერად, თუმცა ფოთელთა მცველები გადაეღობნენ ამ დარტყმას და ხიფათიც განიმუხტა.

62-ე წუთზე “კოლხეთის” ლეგიონერს ჩარლზ ნევუჩეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, ჯიშკარიანის ჩამოწოდებული კუთხურის დროს, მაგრამ ნევუჩეს ბეგაშვილმა აჯობა. მართალია მთელი თამაშის განმავლობაში ბევრი მომენტი არ ქონია ნევუჩეს მეტოქის კართან, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა მისთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა.

70-ე წუთზე კი გოლის გატანის რეალური შანსი მიეცა თემურ ფარულავას _ კუთხური დათა სიჭინავამ მოაწოდა, ახლო მანძილიდან ფარულავამ უძლიერესად დაარტყა, თუმცა გადარჩნენ “სამტრედიელები”, რადგან მცირე მანძილით აცდა ბურთი ბეგაშვილის კარს.

ფარულავა ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა მეტოქე გუნდის საჯარიმოში წაიქცა, ფოთელი გულშემატკივარი თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდა, მაგრამ სილაგაძემ თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

საბოლოოდ, უშეღავათო ორთაბრძოლა გატანილი გოლების გარეშე _ ფრე 0:0 დასრულდა და გუნდებმა თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ზაზა ინაშვილი: “ძალიან მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში მოგვიწია თამაში, ამას დამატებული ის, რომ ძირითადის 6 ფეხბურთელი გვაკლდა. “სამტრედია” საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდია და ბიჭებს მადლობა ბრძოლისთვის, რაღაც მომენტებში აჯობეს კიდეც მეტოქეს. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, როცა ფარულავა წააქციეს საჯარიმოში, ჩემი აზრით, თერთმეტმეტრიანი იყო.”

ზაზა ზამთარაძე: “ცუდი ამინდი იყო და ამან თამაშის ხარისზეც იმოქმედა. დღეს პირველი თამაში მქონდა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ვფიქრობ, “სამტრედიას” გააჩნია იმის პოტენციალი, კიდევ უფრო მოუმატოს და კარგი შედეგი ქონდეს. “კოლხეთს” წარმატებებს ვუსურვებ.”

“სამტრედია” (სამტრედია) – “კოლხეთი” (ფოთი) 0:0

1 ნოემბერი. 14:00. ლანჩხუთი. ”ე. შევარდნაძე”. 200 მაყურებელი

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კაკულია, ჩადუნელი, ფარულავა, ლემონჯავა, გოგონაია, დ. სიჭინავა (თევზაძე 88), ნ. სიჭინავა (სარსანია 89), ჯიშკარიანი, ბარამიძე, ნევუჩე (გუგუშვილი 80).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

“სამტრედია”: ბეგაშვილი, კაკუბავა, კვირკველია, ბეჭვაია, ბაკურაძე, დათუნაიშვილი (გედენიძე 90), მელქაძე, გორგიაშვილი, გეწაძე, დოლიძე (პავლიაშვილი 85), გაბედავა (რამოსი 67).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: კაკუბავა (85)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.136222