ფეხბურთი

20:01 | 1.11.2014 | ნანახია NaN - ჯერ

მიროსლავ კლოზე შესაძლოა უკან დაბრუნდეს

რომის “ლაციოს” 36 წლის თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე შესაძლოა გერმანულ “კაიზერსლაუტერნში” დაბრუნდეს. გამოცემა “ილ ტემპო”-ს ცნობით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელებს ვეტერან ფორვარდის საკუთარ გუნდში ხილვა სურთ.

კლოზეს “ლაციოსთან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. აღსანიშნავია, რომ გუნდში ფილიპ ჯორჯევიჩის მოსვლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს.

კლოზე “კაიზერსლაუტერნში” 1999-2004 წლებში თამაშობდა და 120 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა.

0.148288