ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ოქტომბრის თვის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. 11 საუკეთესო ფეხბურთელში 6 მადრიდის “რეალის” მოთამაშე მოხვდა, ხოლო “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ორი შეიყვანეს.
დანარჩენი სამი ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოს”, “ესპანიოლის” და “სოსიედადის” ღირსებას იცავს.
ლა ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: იკერ კასილიასი (“რეალი”)
მცველები: ხავი ლოპესი (“ესპანიოლი”), მირანდა (“ატლეტიკო”), პეპე (“რეალი”), ინიგო მარტინესი (“სოსიედადი”)
ნახევარმცველები: ხამეს როდრიგესი, ისკო (ორივე “რეალი”), ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”)
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა (ორივე “რეალი”), ნეიმარი (“ბარსელონა”)