ფეხბურთი

16:43 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელოს რონალდუს მესი ურჩევნია

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ, რომელიც ახლა რუსეთის ნაკრებს უდგას სათავეში, ესპანურ “მარკასთან” საუბრისას ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს შეადარა.

მისი მოსაზრებით, ორივე გენიალური მოთამაშეა, მაგრამ მესი უფრო დახვეწილია, ვიდრე პორტუგალიელი.

“მესი და რონალდუ საოცარი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ამასთან განსხვავებულები. რონალდუ ძლიერია და ძალიან ტექნიკური, მაგრამ არ არის ისეთი ხარისხის, როგორიც მესი. არგენტინელი ის ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია” – განუცხადა “მარკას” კაპელომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105401