რაგბი

17:02 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-იაპონია: ბილეთები 17 ნოემბრიდან გაიყიდება

ნოემბრის ციებ-ცხელება გრძელდება. ირლანდიური ტესტიდან ერთი კვირის თავზე - 23 ნოემბერს, გიორგობას, “ბორჯღალოსნები” შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად გუნდს – იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველო-იაპონიის ტესტ-მატჩის ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან, 17 ნოემბრიდან დაიწყება. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია. ყველა ბილეთი დანომრილი იქნება. ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად – 11 საათიდან 19 საათამდე გაიყიდება. დარჩენის შემთხვევაში, ბილეთების შეძენა მატჩის დღეს, 23 ნოემბერს 12 საათიდან გაიყიდება.

ბოლოს, “ბორჯღალოსნები” და “ალუბლები” ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე მესხის სტადიონზე შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.

ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, გიორგობას, 23 ნოემბერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!

რაგბი ჩვენი თამაშია!

0.081433