ფეხბურთი

15:53 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნი მანჩესტერული დერბის ბომბარდირი

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი მანჩესტერული დერბის საუკეთესო ბომბარდირია. “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ დაპირისპირებებში 29 წლის ფეხბურთელმა 11 გოლი გაიტანა და ამ შედეგის გაუმჯობესებას კვირას “ეტიჰადზე” გასამართ მატჩში შეეცდება.

დერბიში მე-11 გოლი ინგლისელმა ფორვარდმა 2013 წლის 22 სექტემბერს, 2013/14 წლების სეზონის მეხუთე ტურში მიითვალა. იმ შეხვედრაში “სიტიმ” 4:1 მოიგო, რუნიმ კი 87-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა.

ბომბარდირთა სიაში მეორე-მესამე ადგილებს ჯო ჰეისი და ფრანსის ლი 10-10 გოლით ინაწილებენ, მეოთხეზე კი ლეგენდარული ფეხბურთელი სერ ბობი ჩარლტონი 9 გატანილი გოლით გახლავთ. ორივე გუნდის რიგებში უთამაშია ბრაიან კიდს და ჯამში 8 გოლი გაიტანა.

თეგებიუეინ რუნი
0.127851