ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” 19 წლის ნახევარმცველი ადრიენ რაბიო პარიზელთა რიგებში 2019 წლამდე დარჩება.
კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთეს, როგორც კლუბის პრეზიდენტმა, ისე თავად ფეხბურთელმა.
“ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი კლუბისთვის. რაბიო დიდი ტალანტია. მინდა, მადლობა ვუთხრა ადრიენის ოჯახს. იგი ჩვენთან კიდევ 4 წელი დარჩება” – განაცხადა პსჟ-ს პრეზიდენტმა ალ ხელაიფიმ.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვრჩები. ამ კლუბმა ჩამომაყალიბა ფეხბურთელად და მომცა ყველაფერი. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს” – ეს უკვე რაბიოს სიტყვებია.
ადრიენ რაბიოს კლუბის შესაძლო დატოვებაზე ხშირად ვრცელებოდა ინფორმაცია. მის სახელს ყველაზე მეტად “იუვენტუსს” და “რომას” უკავშირებდნენ.