ჭადრაკი

1:09 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ლიდერობა დათმო

უზბეკეთში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მე-9 ტური წარუმატებელი გამოდგა ბაადურ ჯობავასთვის (2717), რაც ქართველ მოჭადრაკეს ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

ჯობავამ თეთრი ფიგურებით რუს დმიტრი ანდრეიკინთან (2722) წააგო, 5.0 ქულა შერჩა და მე-4 ადგილამდე დაქვეითდა. ლიდერი სწორედ ანდრეიკინი გახლავთ 6.0 ქულით, შემდეგ კი აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი (2764) და ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა (2764) მოდიან 5.5-5.5 ქულით.

ბოლოსწინა მე-10 ტურში ბაადური შავებით ჰოლანდიელ ანიშ გირის (2768) ეთამაშება, რომელიც 4.0 ქულით 12 მონაწილეს შორის მეათეა.

0.122429