2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშინაო მატჩამდე ერთი კვირა რჩება – 8 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” ტონგელ “ზღვის არწივებს” მესხის სტადიონზე ერკინებიან. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან, 3 ნომბერიდან დაიწყება და 3 და 5 ლარი ეღირება. ყველა ბილეთი დანომრილი იქნება. ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად – 11 საათიდან 19 საათამდე გაიყიდება. დარჩენის შემთხვევაში, ბილეთები მატჩის დღეს, 8 ნოემბერს 12 საათიდან გაიყიდება.
“ბორჯღალოსნები” ნოემბრის ტესტ-სერიაში ბოლო რამდენიმე წელიწადია რაც მონაწილეობენ. წლეულს პირველივე საშინაო ტესტში ტონგას, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის კონკურენტ ნაკრებ გუნდს ვეთამაშებით.
აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 8 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა. ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, 8 ნოემბერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!