ფეხბურთი

21:51 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

არესატე შესაძლოა, მოიესმა შეცვალოს

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ყოფილი მწვრთნელი, დევიდ მოიესი შესაძლოა ესპანეთში ვიხილოთ სამუშაოდ. Cadena Cope-ს ცნობით, 51 წლის სპეცილისტი “სოსიედადის” დამრიგებლის, ხაგობა არესატეს ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრება.

მიმდინარე სეზონში, “სოსიედადი” საშინლად გამოიყურება. 9 ტურის შემდეგ, გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა, ხოლო ევროპა ლიგას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. “მალაგასთან” არესატეს ბოლო შანსი ექნება და თუ ბასკებს კიდევ ერთხელ დაუცდათ ფეხი, “ანოეტას” ბინადარს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

მოიესის გარდა, არესატეს შესაძლო შემცვლელებად პეპე მელი და ტომას ტუხელი სახელდებიან.

0.118938