სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

16:28 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის 6 ქულა და 7 მოხსნა სამარაში

მორიგი მარცხი განიცადა ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა”, თუმცა, აღნიშნულში ქართველი კალათბურთელის წვლილი მინიმალურია, რადგანაც, ჩვენებური მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ვთბ-ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, სამარაში, ყაზანელებმა 52:59 წააგეს.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და 25:04 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სანიკიძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა, რითაც იგი მხოლოდ ამერიკელებს – კიტ ლენგფორდს (16 ქულა, 8 მოხსნა) და კერტის ჯერელსს (12 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა) ჩამორჩა.

უჩვეულოდ პასიური იყო ყაზანელთა ბერძენი ლეგიონერი კოსტას კაიმაკოღლუ, რომელმაც 34:45 წუთში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა.

4 მოგებით და 2 მარცხით, “უნიკსი” ვთბ-ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 23 ნოემბერს, შინ, რიგის ვეფ-თან ჩაატარებენ, რომელსაც ორშაბათს მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118993