ფეხბურთი

17:15 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოვეტიჩს იუბილეზე საჩუქრად დერბიში გამარჯვება უნდა

“მანჩესტერ სიტის” ჩერნოგორიელი თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი “დეილი მეილთან” საუბარში ამბობს, რომ “მანჩესტერ იუნატედი” ძლიერი გუნდია, თუმცა “სიტის” მისი დამარცხება ხელეწიფება.

იოვეტიჩის თქმით, მისთვის დაბადების დღეზე ყველაზე კარგი საჩუქარი სწორედ “წითელი ეშმაკების” დამარცხება იქნება.

“მანჩესტერი” რა თქმა უნდა ძლიერია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მათი ძლევა შეგვიძლია. დაბადების დღეზე საჩუქრად სწორედ მათთან გამარჯვებას ვისურვებდი” – განაცხადა იოვეტჩმა.

სტევან იოვეტიჩი 2 ნოემბერს 25 წლის ხდება. სწორედ ამ დღეს გაიმართება მანჩესტერული დერბი.

0.115029