ინგლისური "ვესტ ჰემის" არგენტინელი თავდამსხმელი მაურო სარატე, სანაკრებო კარიერას ჩილეს ეროვნულ გუნდში გააგრძელებს, აღნიშნული ინფორმაცია თავად 27 წლის ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა.
"მაურო ჩილეს მაისურით ითამაშებს. მან გააანალიზა სიტუაცია და ჩილელებს დათანხმდა. ნაკრებში გამოუძახებლობით იგი უიღბლო იყო, რადგან ერთი პერიოდი მესის, აგუეროს და იგუაინის მსგავსად თამაშობდა. ვფიქრობ, იგი იმსახურებდა ერთ შანსს მაინც, როცა იგი "ველეჟში" იყო, მაგრამ ასე არ მოხდა" - განაცხადა როლანდო სარატემ.
მაურომ ჩილეს ნაკრებში თამაში 2014 წლის მუნდიალზე იუარა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება ჩილელთა სასარგებლოდ მიიღო. 2015 წელს კოპა ამერიკას ჩილე უმასპინძლებს, ასე რომ, სარატეს ჩილეს ეროვნულ ნაკრებში დიდი გამოწვევა ელის.