ფეხბურთი

16:54 | 31.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

პელეგრინიმ თვალი პეპეს დაადგა

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის მანჩესტერელთა რიგებში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველის პეპეს ხილვა სურს.

ჩილელი სპეციალისტი კმაყოფილი არაა გუნდის ცენტრალური დაცვით და ამ პოზიციის გაძლიერება გამოცდილი ფეხბურთელით სურს. პელეგრინის მიზანია ბელგიელ ვინსენტ კომპანის დაცვის ცენტრში ძლიერი პარტნიორი მოუძებნოს.

ინგლისელები რეალური წინადადებით ესპანელებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიმართავენ. transfermarket-ის ინფორმაციით, პეპეს სატრანსფერო ღირებულება 13.2 მილიონი გირვანქა სტერლინგია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:23 | 04.05.2021
welder (1068)

მჭედლიძე არ ბრუნდება?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.066369
სარეკლამო ადგილი - 99
X x X