პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი as.com-თან საუბარში აცხადებს, რომ ფეხბურთის თამაშს თავს მალე დაანებებს.
“ოლიმპიაკოსთან კონტრაქტის ამოწურვის შედეგ ფეხბურთიდან წავალ. მუშაობას კი “ბარსელონაში” გავაგრძელებ” – განაცხადა აბიდალმა.
აბიდალი “ბარსელონაში” 2007-2013 წლებში თამაშობდა, მანამდე კი “ლიონის” ერთ-ერთი ლიდერი იყო.