მადრიდის „რეალის“ კაპიტანის, იკერ კასილიასის განცხადებით, მისი გუნდის ამოცანაა ზამთრის შესვენებამდე „ბარსელონას“ პირველი ადგილი წართვას.
„ჩვენი მიზანი სეზონის დაწყებისთანავე „ლა-ლიგის“ მოგებაა და ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი შაბათს გადავდგით როდესაც „ბარსელონა“ დავამარცხეთ ეს სასიამოვნო იყო და ასევე უნდა გავაგრძელოთ,რადგან ზამთრის შესვენებამდე პირველ ადგილზე გადავინაცვლოთ“. განაცხადა იკერმა.
მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის 9 ტურში მოპოვებული 21 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, „ბარსელონასა“ და „სევილიას“ 1 ქულით ჩამორჩება. „სამეფო კლუბი“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს ბოლოს 2011 – 2012 წლების სეზონში დაეუფლა .