საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები დღეს 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პოლონეთის გუნდთან გამართავს.
ამ მატჩის წინ ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს და ელიტრაუნდის საგზური - გარანტირებული. პოლონეთმა დამაჯერებლად ჩაატარა წინა ორი შეხვედრა - ლიხტენშტეინს და ესტონეთის ნაკრებებს ერთნაირი ანგარიშით 4:0 მოუგო. საქართველომ პირველ ტურში ლიხტენშტეინთან გაისეირნა (3:0), ხოლო ესტონეთი დაძაბულ ბრძოლაში, მატჩის მიწურულს ნიკა ნინუას გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა და ელიტრაუნდში გავიდა.
ქართველების ერთადერთი მიზანი ელიტრაუნდში პირველი ადგილით მოხვედრაა. პოლონელები მიღებული და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით გვჯობიან და შესაბამისად, ქართველებს ჯგუფის სათავეში მოსაქცევად მოგება აძლევთ ხელს.
გოჩა ტყებუჩავა წინა მატჩი მსაჯმა დამატებით დროში გააძევა, შესაბამისად მისი თანაშემწის გიორგი ნემსაძის და რობერტ ვოიციკის სასტარტო შემადგენლობები შემდეგნაირად გამოიყურება
საქართველო: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბულუხაძე, ყურაშვილი, ნინუა, არველაძე, ლეჟავა, არაბიძე, მუზაშვილი.
პოლონეთი: ზინელი, ანდრზეიევსკი, ჰოლოვნია, ძიეციოლი, ვოიდაკი, პრუსაჩიკი, იოზვიაკი, ადამჩიკი, ვოიტკოვსკი, ბიელიკი, მისტკოვსკი.