ინგლისური “საუთჰემპტონი” მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. გუნდის წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კი იტალიელი ახალწვეული გრაციანო პელეა.
29 წლის ფორვარდის შესახებ კომენტარი გუნდის ჰოლანდიელმა თავკაცმა რონალდ კუმანმა გააკეთა. მისი თქმით, პელე “საუთჰემპტონისთვის” უდიდესი შენაძენია.
“მან დაგვანახა ძალიან მაღალი კლასი, არა მხოლოდ გატანილ გოლებს ვგულისხმობ, არამედ ყველა კომპონენტს. იგი გუნდისთვის ფასდაუდებელი და დიდი შენაძენია” –განაცხადა კუმანმა.
29 წლის იტალიელ ფორვარდს ინგლისის პრემიერლიგის 9 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. ბოლო ორი სეზონი მან როტერდამის “ფეიენოორდის” რიგებში გაატარა და ჰოლანდიის ჩემპიონატის 57 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოს თასი
ჩიხურა მერცხალი 1-0; საბურთალო ვიტ ჯორჯია 0-2
0?'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335':'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335'))
"უკმაყოფილო ვარ შედეგით, თამაშით კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ ფრეს ვიმსახურებდით, არ მინდა საერთოდ მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ ხინთიბიძის მოცელვისათვის, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა-პენალტს ვიმსახურებდით"-გვითხრა ნამატჩევს "მერცხალის" პრეზიდენტმა, მამუკა გოგუაძემ
საღოლ კობახ,მეორე რასაკაიფო შეუგდია