ჭადრაკი

14:19 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ლიდერობენ

საბერძნეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სენიორთა შორის წარმატებით ასპარეზობენ ქართველი ვეტერანი მოჭადრაკეები.

50+ მამაკაცთა კატეგორიაში 6-დან 5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა.

ქალთა შორის 6 ტურის შემდეგ 4.5 ქულით პირველობას ნონა გაფრინდაშვილი და ნინო მელაშვილი ინაწილებენ. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს და III-VIII ადგილებს ინაწილებს ციალა ქასოშვილი, ხოლო თამარ ხმიადაშვილის აქტივში, ჯერჯერობით, 3 ქულაა.

ჩემპიონატში 40 ქვეყნის 163 მოჭადრაკე მონაწილეობს და მისი საერთო საპრიზო ფონდი 20 000 ევროს შეადგენს. ტურნირში გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდება. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად იმართება, დასკვნითი ტური კი 4 ნოემბერს შედგება.

0.114942