ფეხბურთი

15:47 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" მატას სანაცვლოდ 25 მილიონს იხდის

როგორც Sunday Star იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა ხუან მატა შესაძლოა კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში გააგრძელოს.

"როხიბლანკოს" ხელმძღვანელობა მზადაა, ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ხუან მატამ "წითელი ეშმაკების" მაისურით 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამ გატანილ გოლთან ერთად ერთი საგოლე პასიც შეასრულა. ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ის “მანჩესტერში” “ჩელსიდან” გადავიდა, ხოლო სამშობლოში “ვალენსიის” ღირსებას იცავდა.

ხუან მატა ესპანეთის ნაკრებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია (2010, 2012).

0.121067