საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” ცენტრალური მცველი გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიონის ყველაზე ძვირადღირებულ 10 მცველს შორის მოხვდა. ამის შესახებ soccernews.nl-ი იუწყება.
არნემელთა კაპიტნის, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროაა.
კაშიას ფეხის ნეკა თითის მოტეხვის გამო 5 კვირა გაუცდა და გამოჯანმრთელებულს ჯერ “ვიტესის” პირველ გუნდში არ უთამაშია, მხოლოდ ახალგაზრდულში 2 მატჩი ჩაატარა.
ძვირადღირებულ მცველთა ათეულს სათავეში ამსტერდამის “აიაქსის” 29 წლის მცველი ნიკლას მოისანდერი უდგას, რომლის სატრანსფერო ღირებულება 6,5 მილიონი ევროა.