დღეს გამთენიისას NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. “კლივლენდ კავალიერსი” საკუთარ დარბაზში “ნიუ იორკ ნიქსთან” დამარცხდა- 95:90. “ნიქსის” ლიდერმა 25 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ. ლებრონ ჯეიმსმა 17 ქულა შესძინა თავის გუნდს. “მეფემ” 15 სროლიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, ჯეიმსმა 5 სამქულიანი ესროლა და მხოლოდ ერთი ჩააგდო, 7 საჯარიმო სროლიდან 6 გამოიყენა.
“ვაშინგტონ ვიზარდსმა” “ორლანდო მეჯიქი” 105:98 დამარცხა. დედაქალაქელების რიგებში საუკეთესო იყო გამთამაშებელი ჯონ ვოლი, რომელმაც 30 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა.
“მინესოტა ტიმბერვულვზმა” “დეტროიტ პისტონსი” 97:91 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მექულე “დეტროიტის” კალათბურთელი კერონ ბატლერი გახდა 24 ქულით.
“დალას მავერიქსმა” “იუტა ჯაზი” 120:102 დაამარცხა. მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა. ნოვიცკის მეთაურობით “დალასმა” პირველი პერიოდი 36:20 მოიგო, ხოლო მეორე პერიოდი 33:24. “დალასის” ორმა კალათბურთელმა ნოვიცკიმ და პარსონსმა 21-21 ქულა ჩააგდეს.
“კლიპერსმა” დურანტის გარეშე დარჩენილ “ოკლაჰომა სითი თანდერს” 93:90 მოუგო. რასელ ვესტბრუკმა ხელის ტრავმა მიიღო, გამთამაშებელმა სულ 8 წუთი ითამაშა და ორი ქულა ჩააგდო.“ოკლაჰომას” 23 წლის ფორვარდმა პერი ჯონსმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა ჩაუგდო “კლიპერსს”. ლოს ანჯელესის კლუბში გამორჩეული იყო გამთამაშებელი კრის პოლი 22 ქულით და 7 პასით. 2 წამი იყო დარჩენილი კლიპერსი 93:90 იგებდა, იბაკამ შორეული 3-ქულიანი ტყორცნა, თუმცა ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია.
“კლივლენდი”-“ნიუ იორკი” 90:95 (25:18, 19:24, 20:25, 26:28)
“კლივლენდი”: ირვინგი( 22 ქ. 7 პ. 5 მ.), ლავი (19 ქ. 14 მ. 4 პ.), ჯეიმსი (17 ქ. 5 მ. 4 პ.), ვარეჟაო (10 ქ. 4 მ.), ვეიტერსი (10 ქ. ), დელავედოვა (6 ქ. 3 პ.), ტომპსონი (6 ქ.)
“ნიუ იორკი”:ენტონი (25 ქ. 6 პ.), სმიტი (12 ქ.), შამპერტი (12 ქ.), ჯ. რ. სმიტი (11 ქ. 7 პ.) ლარკინი ( 9 ქ. 5 პ. 5 ჩ.), ქუინსი ეისი (8 ქ. 10 მ.) პრიჯიონი ( 6 ქ.)
“ორლანდო”-“ვაშინგტონი” 98:105 (23:28, 28:26, 15:28, 32:23)
“ორლანდო”:ვუჩევიჩი (23 ქ. 12 მ. 3 პ.), გორდონი (22 ქ. 4 პ.), ფურნიე (21 ქ.), ჰარისი (14 ქ.) რინდნური ( 8 ქ. 4 პ.) გრიინი (2 ქ.)
“ვაშინგტონი”:ვოლი (30 ქ. 12 პ. 5 მ.), გორტატი (20 ქ. 12 მ.), პირსი (16 ქ. 4 მ.), ნენე (12 ქ. 5 პ. 4 მ.), ტემპლი (12 ქ.), რაისი (5 ქ.), პორტერი (4 ქ.), გორდონი (4 ქ.).
“მინესოტა”-“დეტროიტი” 97:91 (21:21, 24:23, 31:21, 22:26)
“მინესოტა”: იანგი (19 ქ. 5 მ.), პეტკოვიჩი ( 17 ქ. 10 მ.), მარტინი (12 ქ.), რუბიო (11 ქ. 8 პ. 7 მ.), ბრიუვერი (8 ქ.), უიგინსი (8 ქ. 4 მ.)
“დეტროიტი”:ბატლერი (24 ქ. 8 მ.), აუგისტინი (20 ქ. 6 პ.), დრამონდი (11 ქ. 12 მ.), პოუპი (11 ქ.), სინგლერი (5 ქ.), ჯენინგსი (4 ქ.)
“დალასი”-“იუტა” 120:102 (36:20, 33:24, 24:29, 27:29)
”დალასი”: ნოვიცკი (21 ქ.), პარსონსი (21 ქ. 7 მ.), ამინუ (16 ქ. 10 მ.), ელისი (14 ქ. 6 პ.), ჩენდლერი (13 ქ. 6 მ.), ნელსონი (5 ქ.), ბარეა (4 ქ. 4 მ.)
“იუტა”:ფაივორსი (17 ქ. 11 მ.),ჰაივორდი (16 ქ. 6 პ.), ბარკი (16 ქ. 7 პ. ), ბარკსი (15 ქ.), კანტერი (11 ქ.), ბრუკერი (9 ქ. 5 მ.), გობერტი( 5 ქ. 8 მ.), ნოვაკი ( 6 ქ.)
“კლიპერსი”-“ოკლაჰომა” 93:90 (22:28, 24:13, 24:21, 23:28)
“კლიპერსი”:გრიფინი (23 ქ. 7 მ.), პოლი (22 ქ. 7 პ.), კროუფორდი (16 ქ.), ჯორდანი (8 ქ. 10 მ.) რედიკი ( 5 ქ.), ფარმარი (6 ქ.).
“ოკლაჰომა”:ჯონსი (32 ქ. 7 მ. ), ტელფაირი (11 ქ. 7 პ.), იბაკა (17 ქ. 9 მ.), რობერსონი (9 ქ. 6 მ.), ადამსი (6 ქ. 10 მ.), კოლისონი (6 ქ.), პერკინსი (3 ქ.), ვესტბრუკი (2 ქ. 4 პ.)
ვესტბრუკმა ტრავმა მიიღო
ვესტბრუკი “კლიპერსის” ფანს შეეკამათა