ფეხბურთი

12:17 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “ზიდანი ყველაზე მაღლა დგას”

ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჯანლუიჯი ბუფონის მცირე ინტერვიუ გამოქვეყნდა “ტუტოსპორტის” ნომერში.

ბუფონის განცხადებით, ზინედინ ზიდანის დარი მოთამაშე არ უნახავს, თუმცა ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად, ვის წინააღმდეგაც უთამაშია, კრიშტიანუ რონალდუს მიიჩნევს.

-ფეხბურთელი, რომელიც საუკეთესოდ მიგაჩნიათ?

-რა თქმა უნდა ზიდანი, ის აბსოლუტური ჩემპიონი იყო

-ყველაზე სახიფათო მოთამაშე ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?

-არასდროს მითამაშია ლიონელ მესის წინააღმდეგ, ამიტომაც მე ვამბობ კრიშტიანუ რონალდუ.

-თამაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...

-ფიქრის გარეშე - 2003 წელს მადრიდის “რეალის” დამარცხება

-ყველაზე გამორჩეული ტიტული “იუვენტუსის” რიგებში...

-2002 წელს მოგებული სკუდეტო დაუვიწყარია. ასევე გამორჩეული იყო ზედიზედ მოგებული ბოლო სამი სკუდეტოდან პირველი, 2012 წელს...

-როგორც კაპიტანი, როგორც ნამდვილი ჩემპიონი, რას ეტყოდით “იუვენტუსში” ახალმოსულ ფეხბურთელებს?

-მათ უნდა იცოდნენ თუ სად მოხვდნენ, თუ რას ნიშნავს გეცვას “იუვეს” მაისური

-რა არის “იუვენტუსის” მიზანი მიმდინარე სეზონში?

-შიდა ასპარეზზე სკუდეტო აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალამდე მაინც უნდა მივიდეთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134358