ჭიდაობა

11:59 | 31.10.2014 | ნანახია 7748 - ჯერ

გენო პეტრიაშვილი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ქართულ ჭიდაობაში ახალი სკანდალია. ამჯერად საქმე არა შიდა დაპირისპირებას, არამედ სპორტსმენის დოპინგზე ჩავარდნას ეხება. აკრძალული პრეპარატის კვალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსნის, ევროპის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ გენო პეტრიაშვილის სისხლში აღმოჩნდა და უკვე სანქციაც ცნობილია – 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.

ახალგაზრდებს შორის ყველა დიდი ტურნირის მომგებმა სპორტსმენმა საბედისწერო დოპინგ-ტესტი აგვისტოში, ზაგრებში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ჩააბარა და მის ორგანიზმში პრედუქტალის კვალი აღმოჩნდა.

პრედუქტალი ძლიერმოქმედ დოპინგთა ჯგუფში არ შედის და სპორტულ შედეგზე გავლენასაც ვერ ახდენს, მაგრამ უშუალოდ ჭიდაობის დღეს მისი მიღება მაინც აკრძალულია.

საქართველოს ნაკრები ხორვატიაში ექიმის გარეშე იყო ჩასული (რომელსაც რატომღაც ვიზა არ მისცეს) და გენო პეტრიაშვილის შეცდომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც ალბათ ესაა. თუკი ექიმი პრეპარატის მიღების ფაქტს სპეციალურ ანკეტაში დააფიქსირებდა, სავარაუდოდ დარღვევად აღარ ჩაითვლებოდა.

პეტრიაშვილი პრეპარატს ბოლო წლებში რეგულარულად იღებს, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ოსმა კრიმინალებმა გაიტაცეს და ოჯახს გამოსასყიდი თანხა მოსთხოვეს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ფილას შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვნილი ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთებიც გაუგზავნა და სავარაუდოდ, დისციპლინარებმა საბოლოო სანქციის დაწესებისას ეს გაითვალისწინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენს დამკვიდრებული წესის მიხედვით, 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიდნენ.

სანქცია ძალაში სექტემბრიდან შევიდა.


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:35 | 08.11.2014
davidbe (3927)

მაინც უნდა ითქვას,რო გადავრჩით!6 თვე დიდი არაფერი,გენო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იმედია!

21:42 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

18:53 | 07.11.2014
anti (488)

ძალიან გთხოვთ მეგობრებო, ქართულ რაგბს ჩვენი დახმარება ჭირდება თითოეული თქვენი ხმა გადამწყვეტია, გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე და შეავსოთ თქვენი მონაცემები, ეს მხოლოდ რამოდენიმე წამს წაგართმევთ! ეს საჭიროა ქართული რაგბის პოპულარიზაციისთვის, გთხოვთ ასევე გაავრცელოთ აღნიშნული ლინკი და ყველა თქვენს მეგობარს თხოვოთ გააკეთონ იგივე რაც თქვენ, ყველგან გააზიარეთ აღნიშნული ლინკი, რადგან ძალიან დიდი რაოდენობის ხმები არის საჭირო. გმადლობთ ყველას ვინც გვერდში დაუდგება ქართულ რაგბს.
0?'>http://manifest.ge/main/show/173#.VFzQcvmUdio':'>http://manifest.ge/main/show/173#.VFzQcvmUdio'))

05:46 | 05.11.2014
mushni (93569)

დეზლი ხარ კურტანიძე

12:40 | 04.11.2014
braziliano84 (1301)

ფაქტიურად გამოდის რო,ძალით მიაცემიეს დისკვალიფიკაცია ერთ-ერთ ნიჭიერ და იმედისმომცემ მოჭიდავესთვის,რაღა უნდა ელაპარაკო ამათ...

14:28 | 04.11.2014
BEERTRANCE (97819)

თან საეჭვოა, რომ რამდენჯერმე მგონი შეჯიბრებებზეც არ წაიყვანეს. მე შემიძლია დავიჯერო რო გაუჩალიჩეს.

10:18 | 04.11.2014
olinina (97)

უკაცრავად და ეს ფედერაცია კი არა პიდერაციაა!

23:17 | 03.11.2014
gogimama (163)


2014 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ პიველობაზე გენო პეტრიაშვილმა ტრიუმფით მოიპოვა პირველი ადგილი. მან წესისამებრ გაიარა დოპინგკონტროლი.ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სპორტსმენის ორგანიზმში აღმოჩნდა ახლად აკრძალული პრეპარატი პრედუქტალი. ფედერაციის დაუდევრობიდან გამომდინარე, რაც გამოიხატა ქართულ დელეგაციაში ექიმის არყოფნით, გენომ აღნიშნული პრეპარატი (რომელსაც ბავშობიდან ღებულობდა)მიიღო შეჯიბრის დღეს,რაც არ შეიძლებოდა.არც დოპინგკონტროლის დროს ანკეტაში მიუთითებია ვინმეს ამ პრეპარატის მიღების აუცილებლობის შესახებ. საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნა შეტყობინება, რომ 20 დღის ვადაში გაეცათ პასუხი აღნიშნული პრეპარატის მიღების საპატიო მიზეზების შესახებ. აგრეთვე ითხოვდა შესაბამის სხვა მოქმედებებს ქართული მხრიდან მოსალოდნელი სასჯელის თავიდან აცილების მიზნით.თუმცა 28 აგვისტოს გამოგზავნილი წერილი ფედერაციაში არავის გაუხსნია და მხოლოდ 34 დღის შემდეგ გახდა მის შესახებ ცნობილი. შესაბამისი რეაგირებაც შემდეგ მოხდა. ამ დროს კი უკვე დაგვიანებული იყო და პეტრიაშვილს 6 თვიან დისკვალიფიკაციასთან ერთად სავარაუდოდ მსოფლიო პირველობაზე გამარჯვებულის ტიტულიც ჩამოერთმევა. ამასთან, ფედერაცია სოლიდურ ჯარიმას გადაიხდის.
აღნიშნული ფაქტი მოხდა იმიტომ, რომ ერთერთი ფედერაციის თანამშრომელი, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა თვალი ედევნა ელექტრონული ფოსტისთვის, ფედერაციის ხელმძღვანელმა ლუკა კურტანიძემ სამსახურიდან დაითხოვა. მისი მოვალეობების შესრულება კი არავისთვის დაუვალებია. შეტყობინებაც არავის უნახავს და შესაბამისად რეაგირებაც დაგვიანებულ იქნა.
აი ეს არის ერთერთი, ნაკლებად მძიმე ეპოპეა კურტანიძის პრეზიდენტად მუშაობის "მრავალფეროვანი ეპოპეებიდან", რისთვისაც მას ასე ერთსულოვნად განუდგა ჭიდაობის სამყაროს აბსოლიტური უმეტესობა.

12:05 | 04.11.2014
BEERTRANCE (97819)

ესე იგი წერილი რო არ ნახეს თავის დროზე ამის გამო მომხდარა. რაღა უნდა თქვა რა.

21:58 | 03.11.2014
man united20 (1478)

ეს ნაღდათ ცუდი ამბავია.

21:03 | 01.11.2014
kote777 (9)

რატომ არავინ არ გვცემს პასუხს როგორ ჩავარდა გენო პეტრიაშვილი. გულშემატკივარს აინტერესებს რა მოხდა . ექიმი რატომ არ იყო? გამოვიდეს ლუკა კურტანიძე როგორც ფედერაციის პრეზიდენტი ტელევიზიით და აუხსნას სიტუაცია გულშემატკივრებს . რატომ არ გამოდის ?თავის სკამის და ტყავის გადასარჩენად სულ ტელევიზიაში იყო და მთელი ქვეყანა შეძრა

14:51 | 01.11.2014
Sandro Lominadze (2)

ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს სპორცმენებისთვის.ლუკა წარმატება მომავალ საქმიანობაში!!!

14:21 | 03.11.2014
mst (1810)

რა დავწერე ასეთი ვთქვი რომ ვაზელინები და პატარა კაცუნები სახელითა და გვარით რეგისტრირდებიან რათა მათმა პატრონმა ამოიცნოს მეთქი და მამა პაპურიც დავაყოლე ზედ იქნებ ერგება ადრესატს რატომ არ მიბეჭდავთ

14:19 | 03.11.2014
mst (1810)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

03:02 | 01.11.2014
araza-1918 (6330)

ლუკა ელდარა რას მიკეთებს

02:34 | 01.11.2014
mushni (93569)

სასწაულია რა სად ვართ რა ქვეყანაა ერჰ

22:01 | 31.10.2014
gogimama (163)

მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდს რომ ექიმი არ ან ვერ გაყვება ეს ფედერაციის ხელმძღვანელობის ცუდ მუშაობას ადასტურებს. კიდევ კარგად გადავრჩით, რომ 2 წლიანი დისკვალიფიკაცია არ მისცეს ახალგაზრდა კაცს.

20:54 | 31.10.2014
kote777 (9)

როდემდე უნდა აწმინდონ ერთმანეთს ხელები.ბიჭი დაზარალდა უაზრო.არ უნდა გაირკვეს რა მოხდა?

19:12 | 31.10.2014
toshihiko (1309)

ფუ რა როგორ გინდა ნერვები არ დაგაწყდეს ასეთი უაზრობის გამო , ფეხებით უნდა დაკიდო სუყველა ვინც ამაშია დამნაშავე

18:44 | 31.10.2014
parabelumi (496)

ექიმს ვიზა არ მიცესო სულ გვაშტერებენ უკვე აზერბაიჯანელ და სომეხ ექიმებს თუ მიცეს ვიზა ქართველმა ექიმმა რა დააშავა.ვიზა არაფერ შუაშია უბრალოდ ექიმის გასამგზარებელი ფული ვიღაცამ მოჟოშკა.

17:38 | 31.10.2014
l.e.s (93)

რა ცუდი ამბავი გადახდენია ბიჭს...სკოლის ასაკში გადახდენილ ამბავზე ვამბობ...ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ!!!

13:27 | 31.10.2014
ogafa (10230)

სამწუხარო ფაქტია

13:09 | 31.10.2014
BEERTRANCE (97819)

ნამდვილად საწყენია, ისე საინტერესოა მართლა ექიმი რატო ვერ გაემგზავრა.

12:15 | 31.10.2014
shotaminashvili2 (528)

ვა რა სამწუხაროა, უნიწიერესი მოწიდავეა და გადალახავას ამ 6 თვიან დისკვალიფიკაციასაც

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122268
სარეკლამო ადგილი - 99
X x X