საბერძნეთის თასის გათამაშებაში, რომელიც საწყისი ეტაპიც ჯგუფური ფორმატით მიმდინარეობს, გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილის ოფი-მ “ქსანტი” 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე კოსტა რიკელმა ფორვარდმა მაირონ ჯორჯმა შეაგდო, შედეგიანი პასი კი მერებაშვილის გახლდათ. ეს უკანასკნელი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, ლორია კი შეუცვლელად გაისარჯა.
C ჯგუფში ოფი-მ 4 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო სათასო მატჩს კი უკვე გაისად, 7 იანვარს, “ნიკი ვოლოსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მერაბა და ვაწა ნაკრებში
კარგია რაც უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი აიწყობს უცხოეთში კარიერას მით უკეთესი
წარმატებები
ეს რა პოზიციაზე თამაშობს ზუსტად მითხარით.
საღოლ მერებ იმედია ქეცბა გამოგიძახებს პოლონელებთან.
ალბათ თავის ადგილზე, თვითონ რომ მოსწონს დააყენეს და ათამაშდა
ვაა საგოლ მერაბ მაგარი ყოფილხარ არ ვუჯერებდი აქ ზოგიერთებს. არადა დინამოში ოცი ეპიზოდი დავთვალე კაცი ვერ მოატყუე ერთ თამაში არ ვაჭარბებ მართლა ))) მოგიხდა ახალი გარემო წარმატებები....
ძალიან მაგარია მერება თუ თAვის პოზიციაზე თამაშობს.. აბა უჰრინს ხან საყრდენად ეყენა ხოლმე და მანდ ვერ მოთხოვდი ვერაფერს
))