ჩოგბურთი

20:45 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ ლონდონი გაინაღდა

პარიზის მასტერსზე მეოთხედფინალში გასვლით, შოტლანდიელი ენდი მარეი მეხუთე მოთამაშე გახდა, რომელმაც ლონდონში ჩასატარებელი წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზური მოიპოვა. მარეიმდე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გამოსვლის უფლება ნოვაკ ჯოკოვიჩმა, როჯერ ფედერერმა, სტენ ვავრინკამ და მარინ ჩილიჩმა მოიპოვეს. ლონდონშივე უნდა ეთამაშა რაფა ნადალს, მაგრამ ავადმყოფობის გამო წლევანდელ შემაჯამებელ შეჯიბრებას დააკლდება.

მარეიმ დღეს ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 6:3, 6:3 მოუგო და ბალკანელს ლონდონში გამოსვლის შანსი მოუსპო. მატჩი საათსა და 9 წუთს გაგრძელდა, ენდიმ 7 ეისი, 3 ბრეიკი შეასრულა და გრიგორთან პირადი შეხვედრების ანგარიში 4:2 გახადა.

პარიზის BNP Paribas Masters-ის მეოთხედფინალში მარეი ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს სძლია.

თეგებიენდი მარეი
0.120739