გერმანული “ვოლფსბურგის” ხორვატი გარემარბის ივან პერიშიჩის მიმართ ინტერესს “ნაპოლი” იჩენს. ნეაპოლელებს ახლახან დაშავებული ლორენცო ინსინიეს შემცვლელის პოვნა სურთ. ინსინიე ფეხბურთის სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა.
“ნაპოლის” ინტერესის შესახებ ინფორმაცია, თავად ხორვატი ფეხბურთელის აგენტმაც ტონცი მარტიჩმაც დაადსტურა.
“ივანი ძალიან მოსწონს ბენიტესს. ჩვენ ჯერ კიდევ ზაფხულში გვქონდა საუბრები იტალიელთა წარმომადგენელ ბიგონთან, თუმცა ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ მიგვიღია. თუ ასე მოხდება აუცილებლად დავილაპარაკებთ “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობასთან. ჩვენთვის, ხორვატებისთვის, იტალია ეს თითქმის მაქსიმუმია და ძნელია ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა” – განაცხადა პერიშიჩის აგენტმა.
25 წლის პერიშიჩი “ვოლფსბურგში” 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში 7 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.