“ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მე-3 ლიგის მე-15 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ დფბ.დე იუწყება.
გოგიამ გერმანიის საფეხბურთო კავშირის მომხმარებელთა ხმათა 49 პროცენტი მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა “დუისბურგის” მოთამაშე მიხაელ რატაიჩაკმა – 47,3 პროცენტი. მე-3 ადგილზე ფლორიან დიკია – 3,6 პროცენტი.
განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” შინ “ვეენს” 3:1 აჯობა და გოგიამ დუბლი შეასრულა.
22 წლის ნახევარმცველი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდის ვერსიით ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი.