ფეხბურთი

14:50 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დინამოელები სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებთან

ამ დღეებში თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები - ირაკლი ძარია, ჩისკო, ზურაბ ხიზანიშვილი, ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი და კლუბის დირექტორი - ლევან ზუხბაია, კავშირ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრნენ.

მასპინძლები ფეხბურთელებს კლუბის ჰიმნითა და ოვაციებით შეეგებნენ. დინამოელებმა ბავშვებს საკლუბო ატრიბუტიკა გადასცეს. სტუმარ-მასპინძლებმა ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, რის შემდეგაც ფეხბურთელები ბავშვებს სადღესასწაულო ტორტით გაუმასპინძლდნენ.

www.fcdinamo.ge

0.118236