ფეხბურთი

13:32 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი ჩხუბის გამო შეწყდა

პორტუგალიაში საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე პორტუგალიელ ქომაგებსა და ქართველ ფეხბურთელთა შორის დაპირისპირება მოხდა. საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ჩხუბის შემდეგ მატჩი არ განახლებულა და მსაჯს თამაშის დასრულება მოუწია. მატჩს რაც შეეხება, პორტუგალიელებმა 2 უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს.

პორტუგალიელი ქომაგის აგრესია მოედანზე გადასვლის სურვილსა და ბოთლების სროლაში გამოიხატებოდა. უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული, რაც ჩხუბის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სავარაუდოდ, უეფასგან გამოხმაურება მოჰყვება აღნიშნულ შეხვედრას.

0.113628