ჩოგბურთი

12:01 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთიც და...

დღეს ჩვენი დროით 16 საათსა და 30 წუთიდან პარიზის BNP Paribas Masters-ზე შოტლანდიელი ენდი მარეისა და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის მატჩი შედგება. თუკი ბრიტანელი ბალკანელის დამარცხებას მოახერხებს, მეოთხედფინალში გავა და რაც მთავარია, ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზურსაც მოიპოვებს.

ჯერჯერობით მარეი პირად შეხვედრებში დიმიტროვს 3:2-ს უგებს, თუმცა, წლეულს ეს მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შემთხვევაში გრიგორმა იმარჯვა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში წლის შემაჯამებელი შეჯიბრება 10-16 ნოემბერს ჩატარდება.

თეგებიენდი მარეი
0.114019