ჭადრაკი

23:57 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა!

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2717) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის ეტაპზე პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ტურნირის მე-8 ტურში ჯობავამ შავი ფიგურებით ებრაელი ბორის გელფანდი (2748) დაამარცხა და რუსი დმიტრი ანდრეიკინის (2722) და ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურას (2764) დარად, 5.0 ქულა მოაგროვა, თუმცა, მათ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში გამარჯვება მხოლოდ ბაადურმა იზეიმა, დანარჩენი 5 პარტია კი ყაიმით დასრულდა.

30 ოქტომბერს გრან-პრის ეტაპზე დასვენების დღეა, 11 ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-9 ტური კი 31 ოქტომბერს ჩატარდება და ჯობავა თეთრი ფიგურებით ითამაშებს. მისი მეტოქე ხსენებული ანდრეიკი იქნება, რომელიც დღეს თეთრებით ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავეს დაუზავდა.

0.118674