ესპანელმა მოთამაშე ხუან მატამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ საიტთან საუბრისას საინტერესო მოსაზრება გამოთქვა. “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი ასახელებს ხუთ მანჩესტერელს, რომლებიც ვან გაალის გუნდის შემტევთა საუკეთესო ხუთეულს წარმოადგენენ.
“მე არ მსურს ვინმეს ვაწყენინო ან უსამართლოდ ვისაუბრო, მაგრამ ვთვლი უეინი, ანხელი, რადამელი, რობინი და მე ვამაღლებთ გუნდის შემტევ პოტენციალს, იერიშებისას მთავარ ძალას წარმოვადგენთ. ერერას ალბათ ვაწყენინე, მაგრამ ეს ჩემი აზრია” – განაცხადა მატამ.
ხუან მატამ პროფესიონალურ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი მადრიდის “რეალის” მაისურით გადადგა, თუმცა ძირითადი გუნდის ნაცვლად სარეზერვო გუნდში უწევდა თამაში. შემდეგ “ვალენსიაში” გადავიდა და ნიჭის გამოვლენა ფართო მასების წინაშე “მესტალიის” ბინადართა შორის მოახერხა, რასაც “ჩელსიში” გადასვლა მოჰყვა. მერე კი “მანჩესტერში” განაგრძო კარიერა.