ფეხბურთი

20:15 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანალესი: “არესატე უნდა დარჩეს”

სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადის” ნახევარმცველი, სერხიო კანალესი ჟურნალისტებს შეხვდა და კლუბში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

მიმდინარე სეზონში ბასკური კლუბი ძალიან ცუდად გამოიყურება, 9 მატჩში, 1 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება – ასეთია “ანოეტას” ბინადართა შედეგები. რეზულტატებიდან გამომდინარე, ესპანური პრესა აქტიურად ალაპარაკდა ხაგობა არესატეს კლუბიდან გაშვებაზე. მის შემცვლელად ორი კანდიდატურა განიხილება: ტომას ტუხელი და პეპე მელი.

“დასამალი არაა, რომ ახლა მართლაც რთული პერიოდი გვიდგას. თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ კრიზისიდან გამოსასვლელად.

არესატე კლუბში უნდა დარჩეს. ფეხბურთელებს მისი გვჯერა და დარწმუნებულები ვართ მის შესაძლებლობებში. ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან.

გასულ ტურში “კორდობასთან” მოსაგები შეხვედრა გვქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა და მოგება ბოლო წუთებზე გავუშვით ხელიდან. ახლა მხოლოდ “მალაგასთან” შეხვედრაზე ვფიქრობთ. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და წარმატებული სერია დავიწყოთ”, - განაცხადა “ვალენსიას” ყოფილმა ფეხბურთელმა.

“სოსიედადისა” და “მალაგას” დაპირისპირება შაბათს 01:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109818