მეკარე ჯო ჰარტი 18 ნოემბერს, შოტლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში არ ითამაშებს. გადაწყვეტილება ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა მიიღო.
ჰარტი როგორც "მანჩესტერ სიტიში", ასევე ნაკრებში პირველი მეკარე გახლავთ, და სლოვენიასთან მოგებულ მატჩშიც კარში იდგა, თუმცა, მწვრთნელს "საუთჰემპტონის" და "ვესტ ბრომვიჩის" მეკარეების, ფრეიზერ ფორსტერისა და ბენ ფოსტერის გასინჯვა სურს.
ცნობილია, რომ ინგლისელებს შოტლანდიასთან მატჩში "ევერტონის" მცველი ლეიტონ ბეინსიც ვერ დაეხმარება მყესის ტრავმის გამო.