ფეხბურთი

17:40 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშიამ “ვიტესის” ახალგაზრდულში მეორე მატჩი ჩაატარა

საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა გურამ კაშიამ არნემის “ვიტესის” ახალგაზრდულ გუნდში კიდევ ერთხელ ითამაშა.

“ვიტესის” დუბლშემადგენლობამ სახლში “უტრეხტს” 3:1 აჯობა და ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

გამოჯანმრთელების შემდეგ, კაშიამ ახალგაზრდულ გუნდში მეორე თამაში გამართა. მანამდე, მან სიტარდის “ფორტუნასთან” (5:0) მეორე ტაიმი ჩაატარა.

ჯერჯერობით “ვიტესის” თავკაცი პეტერ ბოში არნემელთა ქართველ კაპიტანს სასტარტო შემადგენლობაში არ აბრუნებს.

0.122963