მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი FIFA-ს პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის სიტყვებმა გაანაწყენა.
ბლატერმა, ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ “ოქროს ბურთი” გერმანიის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელმა, მაგალითად მანუელ ნოიერმა უნდა მოიგოს. ანჩელოტი კი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კვლავ კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის.
“ბლატერის ქმედებები უფრო და უფრო მაკვირვებს. თუმცა, ვერაფერს ვიზამთ, რადგან მისი გაჩუმება შეუძლებელია.
ეს წელი კრიშტიანუ რონალდუსია. მას გააქვს გოლები და ის იგებს ტიტულებს. ვფიქრობ, ამ ჯილდოსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ