იტალიის ეროვნული ნაკრების და “ჯენოას” 21 წლის მეკარით, მატია პერინით ინგლისის ვიცე-ჩემპიონი “ლივერპული” ინტერესდება. “წითლების” ძირითად მეკარედ ამჟამად სიმონ მინიოლე ითვლება, თუმცა ბელგიელი არცთუ დამაჯერებლად ასპარეზობს.
პერინი “ჯენოას” ძირითად მეკარედ 2012 წლიდან იქცა. ბოლო ორი სეზონია კი ძალზე დამაჯერებლად იცავს ლიგურიელთა კარს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი “სკუადრა აძურას” 23 კაციან განაცხადშიც მოხვდა.
მატია პერინი “ჯენოამდე” “პესკარას” კარს იცავდა.