სტარტი აიღო NBA-ს 69-ე სეზონმა. სულ 3 მატჩი გაიმართა. “ნიუ ორლეან პელიკანსმა” “ორლანდო მეჯიქი” 101- 84 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მექულე “ნიუ ორლეანის” ცენტრი ენტონი დევისი გახლდათ, ამერიკელმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა და გუნდს 26 ქულა, 17 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი შესძინა. "ორლანდომ” პირველი მეოთხედი ერთი ქულით მოიგო (25-24), მაგრამ “ნიუ ორლეანმა” შემდეგ სამივე პერიოდში იმარჯვა და საბოლოოდ 17 ქულიანი გამარჯვება იზეიმა.
“სან ანტონიომ” “დალას მავერიქსს” 101:100 მოუგო. მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა, “დალასს” ბოლო წამზე მოგებაც შეეძლო. 101:100-ზე ბოლო წამებზე პარსონსმა 3-ქულიანი ესროლა, მაგრამ ვერ ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მექულე “დალასის” გამთამაშებელი მონტა ელისი იყო 26 ქულით. დანკანმა ორმაგი დუბლი შეასრულა 14 ქულა და 13 მოხსნა.
"ჰიუსტონ როკეტსმა” “ლეიკერსი” 109:90 დაამარცხა. მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჯეიმს ჰარდენმა დააგროვა – 32 ქულა. “ლეიკერსის” ლეგენდამ, კობი ბრაიანტმა გუნს 19 ქულა შესძინა.
“ნიუ ორლეანი” – “ორლანდო” 101:84 (24:25, 24:16, 30:23, 23:20)
“ნიუ ორლეანი”: დევისი 26 (ქ.) 17 (მ.), ანდერსონი 22 (ქ.), აშიკი 14 (ქ.) 17 (მ.), ევანსი 12 (ქ.) 6 (პ), გორდონი 8 (ქ.), ჰოლიდეი (8ქ.), რივერსი (7ქ.), აჟინცა (2ქ.)
“ორლანდო”: ჰარისი (25ქ.) (8მ.), ვუჩევიჩი (15ქ.) (23მ.), გორდონი (11ქ.), ფურნიე (11ქ.), ფაიტონი (4ქ.) დედმონ (3ქ.)
“სან ანტონიო”-“დალასი” 101:100 (26:24, 19:29, 31:20, 25:27)
“სან ანტონიო”: პარკერი (23ქ.) (3პ.), ჯინობილი (20ქ.) (6პ.), ბელინელი (15ქ.) დანკანი (14ქ.) (13მ.), გრინი (13ქ.) ჯოზეფი (7ქ.), დიაო (5ქ.) (9მ.).
“დალასი”: ელისი (26ქ.) (6პ.), ნოვიცკი(18ქ.) (6მ.), ჰარისი (17ქ.) (5პ.), ნელსონ (9ქ.), ჩენდლერი (8ქ.) (10ქ.), ჯეფერსონი (6ქ.), პარსონსი (5ქ.)
“ლეიკერსი”-“ჰიუსტონი” 90: 108 (19:31, 26:31, 24:23, 21:23)
“ლეიკერსი”: ბრაიანტი (19ქ.), ბუზერი (17ქ.) (7მ.), დევისი (11ქ.), კლარკსონი (8ქ.), ლინი (7ქ.), ჯონსონი (7ქ.), ჰილი (7ქ.)
“ჰიუსტონი”: (32ქ.) (6ქ.), არიზა (16ქ.), ჯონეს (16ქ.), ჰოვარდი (13ქ.) (11მ.), ტერი (8ქ.), მონტეუნას (4ქ.), პაპალუკასი (4ქ.), დანიელსი (2ქ.)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
michael_jordan

ხო არიზას მომენტი მაგარი იყო, მეგონა ტოპ-10-ში მოხვდებოდა, მაგრამ არაოოო
მიმოხილვაშI რო მასტი იცინის რა ბოროტია
კობი რო წაბორძიკდება ))
ძალიან მომეწონა სტატია, ასე გააგრძელეთ ყოველდღე, მაგრამ დევისის 9 დაფარება აუცილებლად უნდა მოიხსენიოთ, არაა პატარა შედეგი
ბაბუაწვერამ კი ჩაუტარა ბებერ კობას, რაც არ უნდა იძახოთ შედარება არ შეიძლებაო, დღესდღეისობით საკმაოდ ჯობნის. კარიერას არ ვგულისხმობ, მოქმედებიდან რომ კობის და დანკანს არავინ არ ჯობია (ამ ორში ვერ გამოვარჩევ რომელიმეს), მაგას არ უნდა ლაპარაკი. მაგრამ დღეს ჰარდენ #1 SG
რა გიკვირს აქ ბევრი იმასაც ამტკიცებს რომ ბოლო წლებში ლებრონზე და დურანტზე უკეთ თამაშობს
აუ შენ რა ტიტპი ხარ, რომელ ბოლო წლებში? შარსან არ უტამაშია საერთოდ და იმის წინა წელს რით იყო ნაკლები გინდ მეფეზე გინდ კევინზე?
100 პროცენტით გეთანხმები კობის და ჰარდენის შედარებაზე... ფაქტია რომ იმსახურებდა კობიზე წინ დაყენებას რეიტინგში და რატომ უკვირთ ეს კობის ფანებს ვერ ვხვდები...
მაგრამ ისიცაა რომ კობის შეუძლია დაიბრუნოს ფორმა და მერე კი დაიხევს არამარტო ჰარდენს არამედ მეფესაც
მაგრამ ძალიან გაუჭირდება ძველი ფორმის დაბრუნება ასაკშია და თან ამ სიმძიმის ტრამვის შემდეგ რთულია მწობრში ჩადგომა...
როუზის თამაშI მაინტერესებს
აბა იმედია სანახაობრივი და დაძაბული სეზონი გველის.
უკვე იყო დალასი სან ანტონიოს თამაშის ჰაილაითი ნახე.
სამი მუშკეტერი არ ღალატობს სათამაშო ტრადიციებს ))
+
სიამოვნებით ვიხილავდი წარბას ლეიკერსში
დდ
ნეტამც
საშინელი სანახავია ჰოვარდი.
ენტონი დევისი გახდება ბევრად მაგარი ვიდრე კევინ ლავი, ბევრად სასარგებლო ვიდრე გრიფინი და თითქმის ისეთივე როგორც დანკანი. ასე მგონია
კობის წინ ჰარდენის დაყენება სირცხვილია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ახლოსაც არ უნდა გააკარო
აუ დალასი სან ანტონიო რა იყო..... გავაფრინე მაგარი იყო
ეს ვიდეოები მართლა კარგი პონტია საღოლ ავტორ ეგრე გააგრძელეთ
S.A.E 85 (20)
სილკზე გადის ყოველ დღე 12.20 საათზე დილის სესიაში განმეორებით თუ არ გაქვთ შეგიძლია მაივიდეოზე დარეგისტრირდე თვეში 5 ლარი
ავტორ საღოლ ასე გააგრძელე ესეთი ვიდეობით აღწერა მაგარია გაფიცებ სულ ესე იყვეს ხოლმე
+
დაიწყო არ დავიწყება
დავიწყოთ იქედან რომ ჰოვარდის ნაგლობამ და უხეშობამ კობის მიმართ საზღვარს გასცდა!!!ეხლა რაც შეეხება ლეიკერს ნუთუ არ შეუძლიატ ერთი ნორმალური მცველი და მსროლელი მოიყვანონ!!! ცენტრს რაც შეეხება მე თუ მკითხავთ ბუზერი ცენტრზე წავა
როცა ხარ კალათბურთიოს მეფე რათქმაუნდა საამაყო უნდა იყოს ლებრონისტვის მაგრამ მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს ღმერთი კალათბურთისა
!!!
პ.ს კობი ბრაინტს რაც შეეხება
15:48 | 29.10.2014 lm777 (861
დღეის მდგომარეობით ჰარდენი კობიზე წინა, გეთანხმები მაგაში... პროცეში რა იქნება არავინ იცის მერე, შენ ისე ალნბათ მეორმოცე კალათბურთელი გგონია კობი ლიგაში ხოო?
კობის საღოლ კარგად დაიწყო და როგორც ამბობდნენ რომ კარგ ფორმაშიაო მემგონი რეალობასთან ახლოსაა, უბრალოდ გუნდი ძაან ფარჩაკი ყავს
დევისი წელს საუკეთესო 4 ნომრად უნდა იქცეს ამ სეზონში, უბრალოდ გუნდი მაგასაც ფარჩაკი ყავს.
ჯორჯზე რა ისმის როდის უნდა დაუბრუნდეს პარკეტს , ხო არ იცით ?
დათო შენ მართლა მაგარ ზღაპრებს ყვები.რაც შეეხება ნბა-ს ფავორიტი სამია:კლივლენდი სანანტონიო და ჩიკაგო თუ ტრამვებმა არ შეუშალეს ხელი.რაც შეეხება ჩემ საყვარელ გუნდს და კალათბურთელს სამწუხაროდ პლეიოფშიც ვერ გავალთ წელს.მაგრამ კობი მაინც ლეგენდაა.პროსტა უყურეთ ამ კაცის თამაშს და დატკბით.36 წლისაა ორი ასეთი ტრამვა გადაიტანა და მაინც მაგარია.კაცი ლეგენდა კობი ფორევერ.
არიზამ რა აყლაპა კობის) მეცოდება კობა ბიძია ეს რა *** სასტავში მოხვდა ))))))))))
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ჰო მართლა სად უნდა ვუყუროთ მატჩებს?
სან ანტონიო ჩემპიონნნნ
)) მელო მინიმუმ კონფერენციის ფინალი ფინალი
+
კობიზე წინ ვერავის დააყენებ. დამიბერდა მამბა და მრცხვენია ვინებს ადარებენ
( რა ჰარდენი რის ჰარდენი ვინ ჰარდენი ღადაობთ? მაინტერესებს ჰარდენი კობის ასაკში და ორი ურთულესი ტრავმის მერე ჰიუსტონის დარ გუნდს რამდენს ჩაუგდებს 
თან კომბლეს პირველ ტაიმსი ქონდა 16 ქულა, მეორე ტაიმში თამაშმაც აზრი დაკარგა ფაქტიურად, და აღარც დაუტვითიათ კობი თორე 27-28 ქულამდე ჩვეულებრივ ავიდოდა
ჰოვარდი რა სულით ნაძირალა
ჩემა ბიჭებმა მიუხედავად დანაკლისისა კარგად დაიწყეს ვისიამოვნე როგორც სპურსის ისე მეტოქის თამაშით ბევრს ველი დალასის ამ გუნდიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს
+
კობას მაგარი შეუსრულა ჰარდენმა, მერე იტყვით ესპნ კობიზე წინ ჰარდენს როგორ აყენებსო
კობიზე წინ ჰარდენი მართლა არ უნდა დააყენო
დადგომით ვერასდროს დადგება ჰარდენი კობიზე წინ მაგრამ დღევანდელი ფორმით ბევრად ჯობს
მალე ჩადგება კობიც
ვუცევიჩი რა მაგარი ვიღაცაა, უმატებს და სუპერ ცენტრი დადგება. ომარა და ენტონი დევისი მაგარი წინა ხაზია
დათა ბატონს სამჯერ მოყოლილი სიზმარი ყოველთვის აუხდა,ამიტომ მესამეჯერ ყვება პრინციპში ისედაც ახდენისთვის განწირულ ალეგორიულ სიზმარს.ეს ქვეყანა დავიპყროთ,ბრძანა მეფე ლებრონმა და მამაცი და გულადი მხედარნი კავალერიისა ირვინგი,ლავი,ვარეჟაო და სხვები მისი მთავარსარდლობით მყის შეესივნენ,ააოხრეს,გააპარტახეს და აღგავეს პირისაგან მიწისაგან ქალაქები ჩიკაგო,მაიამი,ნიუ-იორკი,ლოს-ანჯელესი და სხვა მრავალი და ჟამსა ქორონიკონის 2015-ის მკათათვეში შეიქმნა დიდი ლხინი და ზეიმი სატახტო ქალაქს კლივლენდს შინა და ყოველი იქ მაცხოვრებელი ქალი თუ კაცი,დიდი თუ პატარა,მოხუცი თუ ახალგაზრდა მხურვალედ აღავლენდნენ ლოცვებს და მადლობას სწირავდნენ უფალ ღმერთს რომ სწორედ მათი ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი მეფე ლებრონი იყო მსოფლიოში ყველაზე ბრწყინვალე,ძლიერი და უდიადესი.ასეა ეს.
ნამდვილი კალათბურთის ნბა-ს სეზონის გახსნას გილოცავთ ყველა გულშემატკივარს,ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად,უფალი ღმერთი დაგლოცავთ და გაგახარებთ თქვენ,ლებრონ-კლივლენდის ჩემპიონობა გამახარებს მე.ასეა ეს.
+