კალათბურთი

14:02 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

უოკერს 48 მილიონს გადაუხდიან

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “შარლოტ ჰორნეთსმა” გამთამაშებელ კემბა უოკერთან კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა. მის თანახმად, ამერიკელი კალათბურთელი ოთხ წელში 48 მილიონ დოლარს მიიღებს.

მხარეებმა ხელშეკრულება პარასკევის დედლაინამდე უნდა დაასრულონ და ის ძალაში მომავალი სეზონიდან შევა.

გასულ სეზონში 24 წლის უოკერის საშუალო მონაგარი 17.7 ქულა, 4.2 მოხსნა და 6.1 პასი იყო.

0.143082