“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის ლიგის თასზე “შრიუსბეთან” მატჩის (2:1) შემდეგ განაცხადა, რომ მოხარულია გამარჯვებით. პორტუგალიელის თქმით, პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში ქპრ-ს წინააღმდეგ ითამაშებენ დიეგო კოშტა და რამირესი.
“კმაყოფილი ვარ დღევანდელი გამარჯვებით, შაბათს ქპრ-ს წინააღმდეგ დიეგო კოშტა და რამირესიც დაგვეხმარებიან”, - მოურინიოს სიტყვებს კლუბის ოფიცილური ტვიტერის გვერდი ციტირებს.