ფეხბურთი

13:02 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ბალოტელი ლივერპულში უნდა დარჩეს"

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მილანის "ინტერში" დაბრუნებული რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ იტალიის ნაკრების თავდამსხმელი მარიო ბალოტელი "ლივერპულში" უნდა დარჩეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი მწვრთნელი 24 წლის ფებურთელის "ნერაძურის" შემადგენლობაში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა ეს ცნობა თავად მანჩინიმ უარყო.

"ვფიქრობ, ბალოტელი ლივერპულში უნდა დარჩეს. ინგლისური კლუბი მისთვის უდიდესი შესაძლებლობაა. "მერსისაიდელთა" რიგებში მას შეუძლია საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მას გაუმართლა, ინგლისში რომ დაბრუნდა და შანსი უნდა გამოიყენოს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

მანჩინი ბალოტელის "ინტერსა" და "მანჩესტერ სიტიში" წვრთნიდა. მწვრთნელს თავდამსხმელთან დაძაბული ურთიერთობაც ჰქონდა და ბალოტელის ურჩი ხასიათით უკმაყოფილოც გახლდათ.

0.121056