“მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი აცხადებს, რომ “როსონერის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გუნდის თამაშით კმაყოფილია.
“ცოტა ხნის წინათ ბერლუსკონის ტელეფონით ვესაუბრე. ერთმანეთს ჩვენს აზრებს რეგულარულად ვუზიარებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩემი მუშაობით და “მილანის” თამაშით კმაყოფილია. ვიცი, რომ მას ჩვენი შემტევი ფეხბურთი მოსწონს.
ბერლუსკონის ურჩევნია, “მილანი” თამაშობდეს ცენტრფორვარდით, რომელიც მეტოქის საჯარიმოში აქტიურად მოქმედებს. თუმცა, უკვე დავამტკიცეთ, რომ სხვა სტილში თამაშიც შეგვიძლია.” – აცხადებს ინძაგი.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 8 ტურის შემდეგ, ლიდერთან 7-ქულიანი ჩამორჩენით, “მილანი” მე-6 პოზიციას იკავებს.